2014 წელს მკვეთრად შემცირდა კომპანია „გაზპრომის“ შემოსავალი

რუსეთის კომპანია „გაზპრომი“ აცხადებს, რომ 2014 წელს მკვეთრად შეუმცირდა სუფთა შემოსავალი. ექსპერტები მიზეზად მიიჩნევენ საერთაშორისო სანქციებს, გაუფასურებულ რუბლს და მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფებას. „გაზპრომი“, რომელზეც მოდის რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 8%-მდე, აცხადებს, რომ სუფთა შემოსავალი შეუმცირდა 2013 წელს 22 მილიარდიდან 2014 წელს 3,1 მილიარდ დოლარამდე. საერთაშორისო სანქციები მიმართულია „გაზპრომის“, „სბერბანკის“ და რუსეთის სხვა წამყვანი კომპანიების, თუ საფინანსო ინსტიტუტების წინააღმდეგ უკრაინაში რუსეთის მოქმედების გამო.