რუსეთმა თავისი ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 14%-დან 12,5%-მდე შეამცირა.

რუსეთმა თავისი ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 14%-დან 12,5%-მდე შეამცირა. ეს ინფორმაცია დღეს გაავრცელა რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა და გადაწყვეტილება შენელებული ეკონომიკის გაუმჯობესების მცდელობით ახსნა. წელს საპროცენტო განაკვეთი უკვე მესამედ შემცირდა მას შემდეგ, რაც 2015 წლის დეკემბრიდან რუბლის კურსმა მკვეთრად დაცემა დაიწყო ნავთობზე ფასის კლებისა და დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო. 1 აპრილს მსოფლიო ბანკმა გამოქვეყნა პროგნოზი, რომლის მიხედვით, 2015 წელს რუსეთის ეკონომიკა 3,7%-ით შემცირდება.