ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 6200-სს მიაღწია

ნეპალში ახლახან მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 6200-სს მიაღწია. ამ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით. ფინანსთა მინისტრი, შარან მაჰათი აცხადებს, რომ ნეპალს, სულ მცირე, 2 მილიარდი დოლარი ესაჭიროება მიწისძვრით მიყენებულ ზარალთან საბრძოლველად. ის საერთაშორისო დონორებს მიმართავს დახმარებისთვის. გაეროს მონაცემებით, 25 აპრილის მიწისძვრამ 8 მილიონი ადამიანი დააზარალა. მათგან 2 მილიონს უახლოესი სამი თვის განმავლობაში დასჭირდება კარვები, წყალი და საკვები. მიმდინარე კვირაში პრემიერ-მინისტრმა სუშილ კოირალამ განაცხადა, რომ მსხვერპლთა რიცხვმა, შესაძლოა, 10,000-სს მიაღწიოს. მეზობელმა ინდოეთმა და ჩინეთმა გაააქტიურეს დახმარების ძალისხმევა. ჩინეთმა ნეპალში 300-მდე მაშველი გაგზავნა და გამოაცხადა, რომ ქვეყანას 10 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას მიაწვდის. ინდოეთის საჰაერო ძალებმა ნეპალში მიავლინა 950 მუშაკი და თვითმფრინავებით ჩამოაგდო 400 ტონაზე მეტი დახმარება.