პარტია "ისრაელი - ჩვენი სახლია"-ს ლიდერმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა

ისრაელის პარტიის "ისრაელი - ჩვენი სახლია" ლიდერმა ავიგდორ ლიბერმანმა, რომელიც ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრია, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. ლიბერმანმა პარტიის სპეციალურ სხდომაზე უარი განაცხადა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მომავალ მთავრობაში ყოფნაზე. "ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვმსჯელობდით და მივედით დასკვნამდე, რომ იმ სამთავრობო კოალიციასთან მიერთება, რომლის ფორმირებაც პრემიერმა მიმდინარე კვირაში უნდა განახორციელოს, არასწორი იქნებოდა", - აღნიშნა ლიბერმანმა. მისი თქმით, მისმა პარტიამ კოალიციური მოლაპარაკებების მსვლელობისას ყველაფერი მიიღო, რაც პორტფელებსა და პოსტებს ეხება, მაგრამ, ლიბერმანის განცხადებით, ამჟამინდელი მთავრობის წევრები არიან ოპორტუნისტები და არა ეროვნული ხელმძღვანელობა.