მერკელი და პუტინი უკრაინაზე იმსჯელებენ 10 მაისს მოსკოვში შეხვედრისას

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინის კრიზისზე იმსჯელებენ შეხვედრისას, რომელიც 10 მაისს გაიმართება, მოსკოვში მერკელის ვიზიტისას. კანცლერი არ დაესწრება წითელ მოედანზე 9 მაისის სამხედრო აღლუმს, რომელიც მიეძღვნება მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70-ე წლისთავს. აღლუმს არ დაესწრებიან არც დანარჩენი დასავლელი ლიდერები, უკრაინის კონფლიქტში რუსეთის მოქმედების დაგმობის ნიშნად. მაგრამ საგარეოპოლიტიკურ საკითხებში კრემლის მრჩევლის, იური უშაკოვის განცხადებით, მერკელი მოსკოვში ჩავა 10 მაისს, ნაცისტური გერმანიის დამარცხების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით და პუტინთან შეხვედრის შემდეგ მასთან ერთად გამართავს პრეს-კონფერენციას. მერკელისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის შუამავლობით, უკრაინის ჯარებმა და რუსეთის მომხრე სეპერატისტებმა 12 თებერვალს მიაღწიეს შეთანხმებას აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მაგრამ ზავი ხშირად ირღვევა. უშაკოვის მონაცემებით, 9 მაისს მოსკოვში სამხედრო აღლუმს დაესწრებიან 27 სახელმწიფოს ლიდერები, მათ შორის ჩინეთისა და ინდოეთის პრეზიდენტები.