თბილისს ეწვია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

თბილისს სამდღიანი ვიზიტით ეწვია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ან ბრასერი. ის უკვე შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს. შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა: „ტერიტორიული მთლიანობა არის ზუსტად ის პრინციპი, რაზეც ჩვენ ძალიან მტკიცედ უნდა ვიდგეთ, - განაცხადა ან ბრასერიმ. მისი თქმით, "უკრაინა არის უფრო მეტი, ვიდრე შეშფოთების საგანი". ან ბრასერი ასევე აცხადებს, რომ "საქართველო რეგიონში უფრო მეტად დაზარალდა, ვიდრე სხვა ქვეყნები".