დღეიდან დაიწყო პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია

საქართველოს სკოლებში პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყო და 9 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2015 წლის 11 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით. რეგისტრაციას გაივლიან მხოლოდ ის მოსწავლეები, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს.