მოსკოვში გაიმართება ვლადიმირ პუტინისა და რაულ ხაჯიმბას შეხვედრა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გაემგზავრა მოსკოვში, სადაც დღეს შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, პუტინი და ხაჯიმბა რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების განვითარების შემდგომ გზებს განიხილავენ და განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ მოკავშირეობის და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების რეალიზაციას. მოსკოვში გამგზავრებამდე რაულ ხაჯიმბამ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა ბესლან ხაგბა. მან ამ თანამდებობაზე შეცვალა რაულ ლოლუა, რომელიც შს-თა მინისტრის პოსტიდან ამ კვირაში გადადგა.