ავღანეთში მოკლეს მთავარი პროკურორი

14 მაისს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მოკლეს მთავარი პროკურორი, ნაჯიბულა სულთანზოი, რომელსაც ესროლეს თავის სახლში, როცა მან უცნობ პირს გაუღო კარი. მკვლელობისთვის პასუხსიმგებლობა იკისრა თალიბანმა. სულთანზოი პაკისტანის საზღვართან მდებარე პაქტიის პროვინციის მთავარი პროკურორი იყო. ექსპერტების თქმით, ბოლო დროს იმატა თავდასხმებმა სასამართლოს თანამშრომლებზე. მიმდინარე თვეში ავტობუსები, რომლებითაც გენერალური პროკურატურის თანამშრომლები სამსახურში მიემგზავრებოდნენ, სამჯერ გახდა თალიბანის სამიზნე.