გარდაიცვალა ბლუზის ლეგენდარული მომღერალი ბი ბი კინგი

აშშ-ის ქალაქ ლას-ვეგასში, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ბლუზის ლეგენდარული მომღერალი ბი ბი კინგი. ეს ინფორმაცია მისმა ადვოკატმა გაავრცელა. მან „ასოშოიეტედ პრესის“ სააგენტოს უთხრა, რომ ბი ბი კინგი ძილში, თავის სახლში გარდაიცვალა. კინგმა ბლუზს ახალი გულშემატკივრები გაუჩინა და დიდი გავლენა მოახდინა მუსიკოსების არაერთ თაობაზე. მსოფლიოს მასშტაბითბი ბი კინგმა მილიონობით ალბომი გაყიდა.