მაკედონიის დედაქალაქ სკოპიერიეში ათასობით ადამიანი მართავს ანტისამთავრობო დემონსტრაციას

მაკედონიის დედაქალაქ სკოპიერიეში მთელი ქვეყნიდან ჩავიდა ათასობით ადამიანი ანტისამთავრობო დემონსტრაციაში მონაწილეობისთვის. საპროტესტო აქციის გამართვის მოწოდებით გამოვიდნენ ოპოზიციური პარტიები მაკედონიის სოციალ-დემოკრატიული კავშირის მეთაურობით. აქციის ორგანიზატორებს სურთ, დემონსტრანტები სამთავრობო კვარტალში დარჩნენ მანამდე, სანამ არ გადადგებიან პრემიერ-მინისტრი ნიკოლა გრუევსკი და მისი მთავრობის კაბინეტი. წუხელ გრუევსკიმ განაცხადა, რომ არ აპირებს გადადგომას ან გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბებას. როგორც ვარაუდობენ, 18 მაისს მაკედონიის დედაქალაქში მთავრობის მხარდამჭერთა დემონსტრაციები გაიმართება.