დღეიდან საქართველოს სკოლებში გამოსაშვები გამოცდები იწყება

დღეიდან საქართველოს სკოლებში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები გამოსაშვები გამოცდების ჩაბარებას იწყებენ. გამოცდები 25 მაისამდე გასტანს. გამოცდები შემდეგი თანმიმდევრობით ჩატარდება – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, ისტორია და მათემატიკა. გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა დღის მეორე ნახევარში იმ მოსწავლეებსაც ექნებათ, რომელთაც მე-11 კლასში გამოცდა არ ჩაუბარებიათ.