რიგაში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი იხსნება

დღეს და ხვალ რიგაში აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მეოთხე სამიტი ტარდება. სამიტში ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე 6 ქვეყნისწარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას. სამიტს ხელმძღვანელობს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან ერთად, ევროკავშირს წარმოადგენს, მასპინძელი კი ლატვიის პრემიერ-მინისტრი ლაიმდოტა სტრაუიუმაა. სამიტს ასევე ესწრებიან ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი, ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანი, ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომი.