პაკისტანში საჰაერო ოპერაციის შედაგად მოკლეს 15 სავარაუდო ესქტრემისტი

პაკისტანელი ოფიციალური პირების განცხადებით, საჰაერო ოპერაციების შედეგად მოკლეს, სულ ცოტა, 15 სავარაუდო ექსტრემისტი. ამ წყაროს მონაცემებით, საჰაერო დარტყმები განხორციელდა ავღანეთის მოსაზღვრე ჩრდილოეთ ვაზირისტანში, დატა ხელის რაიონში. ეს ადგილი ცნობილია, როგორც პაკისტანსა და ავღანეთს შორის კონტრაბანდის მარშრუტი. ადრე თალიბანი აკონტროლებდა ჩრდილოეთ-ვაზირისტანის მთიან რეგიონს, მაგრამ გასული წლის ივნისში პაკისტანის არმიამ იერიში წამოიწყო და კონტროლი აღადგინა რეგიონის უდიდეს ნაწილზე.