დღეს იხსნება წიგნისა და მუსიკის საგაზაფხულო ფესტივალი

დღეს იხსნება და 24 მაისის ჩათვლით გასტანს წიგნისა და მუსიკის საგაზაფხულო ფესტივალი, რომელიც თბილისის ივენთ ჰოლში გაიმართება. ფესტივალის ორგანიზატორები არიან ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა და „ქარჩხაძის გამომცემლობა“. ფესტივალში მონაწილეობს რამდენიმე წიგნის მაღაზია. ფესტივალის ორგანიზატორები სტუმრებს სთავაზობენ ფასდაკლებებს წიგნებზე, საჯარო ლექციებს ლიტერატურაზე, წიგნების პრეზენტაციას, ცოცხალ მუსიკასა და კულინარიულ მასტერკლასებს.