ავღანეთში 10 პოლიციელი დაიღუპა მათ საგუშაგოზე თავდასხმის შედეგად

10 პოლიციელი დაიღუპა და 16 დაიჭრა თალიბანის მიერ მოწყობილი რამდენიმე თავდასხმის შედეგად სამხრეთ ავღანეთისა ჰელმანდის პროვინციაში. რეგიონის გაერთიანებული საკოორდინაციო ოფისის დირექტორმა მოჰამედ ჰოტაკიმ 24 მაისს განაცხადა, რომ თავდამსხმელებმა ხელთ იგდეს სამი საგუშაგო სანგინის რაიონში, სადაც თალიბანის შეტევა გრძელდება. „ჩვენ მთავრობისგან ვითხოვთ დამატებით ძალებს ამ საგუშაგოების დასაბრუნებლად“, - აღნიშნა პროვინციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა. თალიბანმა მიერ ერთი თვის წინ გამოაცხადა თავდასხმების საგაზაფხულო სეზონი, რომლის მთავარი სამიზნეც, სამთავრობო სტრუქტურების, მათ შორის პოლიციისა და სამხედრო უწყების თანამშრომლები არიან.