26 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობას ამერიკელი სამხედროებიც მიიღებენ

26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, რუსთაველის გამზირზე ქართველ სამხედროებთან ერთად ამერიკელი სამხედროებიც იქნებიან წარმოდგენილი. ამის შესახებ თინა ხიდაშელმა ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალ, გენერალ-ლეიტენანტ ფრედერიკ ბენ ჰოჯესთან შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, შეხვედრაზე საინტერესო საუბარი შედგა წვრთნების გაგრძელების შესახებ, ასევე იმაზე, თუ როგორ უნდა დაიგეგმოს მომავალ წლებში. "ბევრი ახალი ინოვაციური იდეა აქვს მასაც, საქართველოს გენშტაბის უფროსსაც და დარწმუნებული ვარ, მომავალი წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება” - განაცხადა თინა ხიდაშელმა.