აბაშიძე და კარასინის ერთმანეთს სავარაუდოდ ივნისის ბოლოს შეხვდებიან

აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს გაიმართება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განუცხადა. მისივე განმარტებით, მორიგი შეხვედრა, სავარაუდოდ, გაფართოებული შემადგენლობით, ანუ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლის მონაწილეობით შედგება.