ბაიდენი: რუსეთთან თანამშრომლობა პრინციპების დაცვით უნდა განვითარდეს

ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ-მა რუსეთთან ისეთ სფეროებში უნდა განავითაროს თანამშრომლობა, რაც ერთობლივ ინტერესებს წარმოადგენს. მაგრამ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ აშშ-ი გადაუხვევს იმ პრინციპებს, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეებისათვის. ბაიდენი მიიჩნევს, რომ აშშ-ის ინტერესებში კრემლთან თანამშრომლობა როგორც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში, ისე იმ მოლაპარაკებებში, რაც მიზნად ისახავს ირანის ბირთვული პოტენციალის შეზღუდვას.