ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. ერთი დოლარის შეძენა ოფიციალურად 2.3033 ლარი ღირს. გუშინ მოქმედი კურსი 2.2905 ლარს შეადგენდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. დღეიდან ერთი ევროს 2.5177 ლარი ღირს. გუშინ მოქმედი კურსი 2.4907 ლარს შეადგენდა.