ოლანდი და მერკელი პუტინს მოუწოდებენ სწრაფად გაატაროს მინსკის შეთანხმების ზომები

გერმანიის კანცლერმა, ენგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მოუწოდეს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, სწრაფად გაატაროს ზომები, რომლებსაც ითვალისწინებს აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მინსკის შეთანხმება. აღმოსავლეთ უკრაინაში მიუხედავად ზავისა ხანგამოშვებით ბრძოლა გრძელდება. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, ოლანდმა და მერკელმა 29 მაისს სატელეფონო საუბრისას პუტინს განუცხადეს, რომ სურთ იხილონ ორმხრივი სამუშაო ჯგუფის მუშაობის კონკრეტული შედეგები.19 ივნისს ოთხი ქვეყნის წარმომადგენლები პარიზში შეიკრიბებიან, რათა მინსკის შეთანხმების შესრულების შედეგები განიხილონ.