ბრიუსელში გაიმართება თინა ხიდაშელისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გაემგზავრა ბრიუსელში, სადაც ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდება. შეხვედრისას განიხილება ნატოსთან ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ვარშავის სამიტისთვის მზადების საკითხი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში შეხვდება ნატოს წევრი სახელმწიფოების ელჩებსაც.