ლატვიის პრეზიდენტად აირჩიეს თავდაცვის მინისტრი, რაიმონდს ვეიონისი

ლატვიაში პრეზიდენტად აირჩიეს თავდაცვის მინისტრი, რაიმონდს ვეიონისი. ამ ქვეყანაში პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს. ვეიონისს, რომელიც მწვანეთა და ფერმერთა კავშირის მიერ იყო ნომინირებული, 100-დან 55 ხმა ერგო. 48 წლის ვეიონისი პროფესიით არის გარემოს დაცვის საკითხების სპეციალისტი და 10 წელი მუშაობდა გარემოს დაცვის მინისტრად. ლატვიის პრეზიდენტი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია.