თბილისში მიმდინარეობს ნატოს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის კონფერენცია

თბილისში მიმდინარეობს ნატოს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის კონფერენცია, რომელშიც ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნები და ექსპერტები მონაწილეობენ. ორდღიანი კონფერენციის მასპინძლები არიან საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობა. კონფერენციის მონაწილეები ალიანსის ტრანსფორმაციის საკითხებსა და ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების გამოწვევებს განიხილავენ.