შეიარაღებულმა ჯგუფმა ტრიპოლიში ტუნისის საკონსულოს 10 წევრი გაიტაცა

შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში თავდასხმა მოაწყო ტუნისის საკონსულოზე და გაიტაცა 10 თანამშრომელი. ტუნისის საგარეო საქმეთა სამინისტროს არ დაუსახელებია ჯგუფის ვინაობა, თუმცა თავდასხმას „ტუნისის ეროვნულ სუვერენიტეტზე ხელის აღმართვა და საერთაშორისო სამართლის საშინელი დარღვევა უწოდა.“ ტუნისი იმ მცირე ქვეყნებში შედის, რომლებსაც წარმომადგენლობა აქვთ ტრიპოლიში. ქალაქს აკონტროლებს „ლიბია დაუნის“ სახალხო ლაშქარი, რომელმაც იქ საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული მთავრობის მოწინააღმდეგე ხელისუფლება ჩამოაყალიბა.