იუწყებიან, რომ სამამდე გაიზარდა თბილისში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი

გავრცელებული ცნობებით, სამამდე გაიზარდა თბილისში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. ორი მათგანი ვერეს ხეობაში დაიღუპა, მესამე ემსხვერპლა წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილ მეწყერს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დაკარგულად ითვლება სამი პირი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში 16 ადამიანია მოთავსებული, მათ შორის სამაშველო სამსახურის თანამშრომელი.