კრიზისების მართვის საბჭო მოსახლეობას ატყობინებს, ამინდის გაუარესების გამო არ აჰყვეს პანიკას, რადგან საამისო საფუძველი ჯერჯერობით არ არსებობს. საბჭო ავტომობილების მფლობელებს მიმართავს თხოვნით, თავი შეიკავონ გმირთა მოედნის და ვაკე-საბურთალოს მიმართულებით მოძრაობისგან. ამინდის შესაძლო გაუარესების გამო, ვერეს ხეობაში და ზოოპარკში დროებით შეჩერდა გაწმენდის პროცესი. როგორც იუწყებიან, დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი. სტიქიის ზონიდან გამოაქვთ ტექნიკაც.