ბულგარეთის პრეზიდენტი თბილისში ვიზიტს მართავს

ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, როსენ პლევნელიევმა ოფიციალური, ორდღიანი ვიზიტი დაიწყო დღეს თბილისში. ბულგარელი სტუმარი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს. პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სტუმართან ერთად მოგვიანებით პრესკონფერენცია გამართა.