19-მდე გაიზარდა სტიქიური უბედურების მსხვერპლთა რიცხვი

19-მდე გაიზარდა თბილისსა და მის შემოგარენში 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა. დღეს დილით მაშველებმა ზოოპარკის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს გოგონას ცხედარი, რომელიც ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ამ დროისთვის ბოლო მონაცემებით, დაკარგულად ითვლება სამი ადამიანი.