ერაყში ორი აფეთქება მოხდა

ერაყის პოლიციის ცნობით, ორმა აფეთქებამ ბაღდადსა და მის გარეთ ოთხი ადამიანი შეიწირა. დაშავებულია 13 პირი. უფრო სისხლიანი აფეთქება მოხდა ქალაქა აბუ-ღრაიბში, ბაღდადიდან 20 კილომეტრში, სადაც სამი ადამიანი დაიღუპა, ცხრა დაშავდა. პასუხიმგებლობა მომხდარზე არავის უკისრია.