სერბიის 20 წლამდე ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ

20 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატში სერბიამ ფინალში სძლია ბრაზილიის ნაკრებს და გაიმარჯვა. თამაში ახალ ზელანდიაში გაიმართა, 20 ივნისს. გადამწყვეტი გოლი დამატებით დროში, თამაშის 118-ე წუთზე გაიტანა ნემაინია მაკსიმოვიჩმა.