ავღანეთში გზაზე ჩაფლულმა ნაღმმა 18 ადამიანი შეიწირა

ავღანეთის სამხრეთიდან, ჰელმანდის პროვინციიდან გავრცელებული ცნობით, რომ გზაზე ჩაფლული ნაღმის აფეთქების შედეგად დახოცილთა რიცხვი 18-მსდე გაიზარდა. ცნობით, ავტომანქანა, რომელითაც ერთი ოჯახი მგზავრობდა, აფეთქდა ნაღმზე, მარჯას ოლქში, გზაზე. ოჯახის ნათესავმა განაცხადა, რომ ოჯახი სამთავრობო ჯარის სამხედრო ოპერაციას გაერიდა. ოლქის პოლიციის ცნობით, დახოცილთა შორის არიან ქალები და ბავშვები.