მოკლულია ისლამური სახელმწიფოს მნიშვნელოვანი წევრი

პენტაგონის განცხადებით, ამერიკული საჰაერო დარტყმების შედეგად, ჩრდილოეთ ერაყში მოკლეს ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენელი, რომელსაც ამერიკელები უკავშირებდნენ 2012 წელს ბენღაზიში ამერიკის საელჩოზე მომხდარ თავდასხმას. პენტაგონის წარმომადგენლის განცხადებით ალი ავნი ალ ჰარზი ისლამური სახელმწიფოს მნიშნელოვანი წევრი იყო, რომელიც სირიაში მოხალისეების რეკრუტირებას ედგა სათავეში.