ღაზის სექტორის მებრძოლებმა და ისრაელის არმიამ სარაკეტო დარტყმები განახორციელეს

მებრძოლებმა ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტა გაუშვეს, რის შემდეგაც ისრაელის არმიამ საპასუხოო დარტყმა განახორციელა. ამის შესახებ არმიის პრესსამსახური იტყობინება. როგორც ღაზის სექტორის ჩრდილოეთში მცხოვრებმა ადამიანებმა უთხრეს სააგენტო როიტერსს, საპასუხო დარტყმის შედეგად ქალაქ ბეით-ხანუნში არავინ დაშავებულა. ისრაელის არმიის ინფორმაციით, მათი დარტყმის შედეგად განადგურდა მებრძოლთა გამშვები დანადგარი.