საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ბრიუსელში გაემგზავრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გაემგზავრა ბრიუსელში, სადაც მონაწილეობას მიიღებს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში. ორდღიანი ვიზიტისას თინა ხიდაშელი შეხვდება ევროპარლამენტის წევრებსაც და დაესწრება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ავღანეთის "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში ჩართული, ნატოს პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები. ბრიუსელში ვიზიტისას საქართველოს თავდაცვის მინისტრი რამდენიმე უცხოელ კოლეგასაც შეხვდება.