თბილისში ნაპოვნია დაკარგულად მიჩნეული აფთრის ლეში

გავრცელებული ცნობებით, თბილისის ზოოპარკში მიაგნეს იმ ზოლიანი აფთრის ლეშს, რომელიც 13-14 ივნისის წყალდიდობის შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა. როგორც იუწყებიან, ლეში ერთ-ერთი ვოლიერის გაწმენდის შედეგად აღმოაჩინეს. ამ ეტაპისთვის დაკარგულად ითვლება მხოლოდ ერთი ვეფხვი, მისი ძებნის პროცესი გრძელდება. სტიქიის შედეგად დაიღუპა 19 ადამიანი, 3 კვლავაც დაკარგულად ითვლება. საქართველოს ხელისუფლების შეფასებით, სტიქიით გამოწვეული ზარალი სავარაუდოდ 100 მილიონ ლარს მიაღწევს.