გეების ქორწინება აშშ-ის ყველა შტატში გახდა შესაძლებელი

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ერთი სქესის წყვილებს დაქორწინების უფლება აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე მიეცათ. დღემდე ეს კანონი მოქმედებდა მხოლოდ 36 შტატსა და კოლუმბიის ოლქში. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შეაქო გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ ეს დიდი ნაბიჯია თანასწორობისკენ გზაზე.