ტუნისის ტურისტულ ობიექტებსა და სასტუმროებს შეიარაღებული პოლიციელები დაიცავენ

ტუნისის ხელისუფლება ტურისტული ობიექტებისა და სასტუმროების დასაცავად პოლიციის ათასამდე შეიარაღებული თანამშრომლის მობილიზებას აპირებს. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც პარასკევს პორტ ელ-კანტაუიში 24 წლის ადგილობრივმა მოსახლემ განახორციელა თავდასხმა, რომლის შედეგადაც 38 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა. მომხდარისთვის პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა.