კიშინიოვის მერად მოქმედი მერი რჩება

კიშინიოვის მერის არჩევნების მეორე ტურის შედეგებით, გამარჯვება ერგო მოლდავეთის დედაქალაქის მოქმედ მერს, პროევროპული პოლიტიკის მომხრე დორინ ჩირტოაკას. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების 100%-ის დათვლის საფუძველზე გამოაცხადა, რომ ჩირტოაკას ერგო ხმების 53%-ზე მეტი, ხოლო მის მეტოქეს, პრორუსული პოლიტიკის მომხრე სოციალისტური პარტიის წარმომადგენელ ზინაიდა გრეჩეანის 47%-მდე პროცენტი. კიშინიოვში მერის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობდა ელექტორატის 49%-მდე პროცენტი.