სერბიის პრეზიდენტი არ დაესწრება სრებრენიცის ცერემონიას

სერბიის პრეზიდენტი ტომისლავ ნიკოლიჩი არ დაესწრება ცერემონიას, რომელიც სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის 20 წლისთავს მიეძღვნება და 11 ივლისს, ბოსნიაში ჩატარდება. ამ განცხადების ფონია კამათი გაეროს უშიშროების საბჭოში, სადაც რუსეთი და დასავლეთის ქვეყნები ვერ თანხმდებიან, უნდა უწოდონ თუ არა ამ მოვლენებს გენოციდი.