ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ტურნირის მესამე წრეში გავიდა

უიმბლდონის ჩოგბურთელთა ტურნირის მეორე წრის მატჩში ნიკოლოზ ბასილაშვილმა დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა მსოფლიოს მე-16 ჩოგანი, ესპანელი ფელისიანო ლოპესი - 7:5, 3:6, 6:3, 2:6, 6:4. 4 ივლისს, მეთექვსმეტედფინალში, 23 წლის ქართველი სპორტსმენი შეხვდება კიდევ ერთ ესპანელ ჩოგბურთელს, რობერტო ბაუტისტა აგუტს, რომელსაც მსოფლიო რეიტინგ-ლისტში სადღეისოდ 22-ე სტრიქონი უკავია. ბასილაშვილი ამავე კლასიფიკაციაში 153-ე ადგილზეა.