საქართველო რუსეთისაგან კომპენსაციად ითხოვს 70 მილიონ ევროზე მეტს

საქართველო რუსეთისაგან ითხოვს 70.320.000 ევროს 2006 წელს რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაციის საკომპენსაციოდ. რუსეთის ფედერაციიდან კოლექტიურად გაძევებული ქართველების დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2 ივლისს წარადგინა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს პოზიციის ამსახველი დოკუმენტი და კომპენსაცია მოითხოვა. სამინისტროს განმარტებით, დოკუმენტი ეფუძნება 2014 წლის 3 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ქართველების უფლებების დარღვევების არაერთი ფაქტის დადგენის შემდეგ.