პრორუსულმა მეამბოხეებმა მარიუპოლთან პოზიციები დატოვეს

პრორუსულმა მეამბოხეებმა უკრაინაში ფრონტისპირა სოფელი დატოვეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქის, მარიუპოლის მახლობლად. უკრაინის არმიის ცნობით, სეპარატისტები გავიდნენ აღმოსავლეთით და დატოვეს სრულიად განადგურებული სოფელი შიროკინე. ეუთოს მეთვალყურეთა თანახმად, ყველა ბუნკერი და პოზიცია, რომელიც მეამბოხეებს ეკავათ სოფელში, ცარიელია. სეპარატისტთა ლიდერმა, დენის პუშილინმა განაცხადა, რომ მეამბოხეები იგივე ნაბიჯს მოელიან უკრაინის მთავრობისგან. სოფელი შიროკინე მძაფრი ბრძოლების არენა იყო დაპირისპირებულ მხარეებს შორის.