რუსეთმა პოლონეთში ომის მემორიალის აღების გამო პროტესტი გამოთქვა

მოსკოვმა ვარშავა გააფრთხილა, "ყველაზე უარყოფითი შედეგებით" მას მერე, რაც პოლონეთის დასავლეთში აიღეს საბჭოთა დროინდელი, ომის მემორიალი. ნოვა სოლის ხელისუფლებამ მოშალა პოლონეთის არმიასა და წითელ არმიის მებრძოლთა „იარაღით ძმობის“მემორიალი ივნისის ბოლოს. პოლონეთის ქმედებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არამეგობრული აქტი და მემორიალების დაცვის შესახებ ამ ორ ქვეყანას შორის 1994 წელს დადებული შეთანხმების დარღვევა უწოდა. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა როიტერზთან საუბარში, რომ შეთანხმება ეხებოდა მხოლოდ სასაფლაოებს.