ირანის ბირთვულ პროგრამაზე გადამწყვეტი მოლაპარაკებები დაიწყო

წამყვანი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვენაში გადამწყვეტი მოლაპარაკებები დაიწყეს მას შემდე, რაც ერთი დღე რჩება ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ დაწესებული ვადის ამოწურვამდე. ირანის, აშშ-ის, ბრიტანეთის, გერმანიის, ჩინეთის, რუსეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სასტუმრო „პალაის გობურგში“ შეიკრიბნენ, რათა გადალახონ ბოლო წინააღმდეგობები, რაც შეთანხმებას უშლის ხელს. ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მოჰამად ჯავად ზარიფმა 6 ივლისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მხარეებს შორის კვლავ რჩება „გარკვეული წინააღმდეგობები“. რამდენიმე პრობლემატურ საკითხზე გაამახვილა ყურადღება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა 5 ივლისს, თუმცა ჯონ კერიმ ხაზი გაუსვა ასევე მოლაპარაკებების დროს მიღწეულ “ჭეშმარიტ პროგრესზე“.