ერევნის ცენტრში პოლიცია და სპეცტექნიკაა მობილიზებული

ერევნის ცენტრში, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ქუჩებზე მობილიზებულია პოლიცია და სპეცტექნიკა. „ინტერფაქსის“ ცნობით, თავისუფლების მოედანზე გრძელდება საპროტესტო აქცია ელეტროენერგიის ტარიფების ზრდის გამო. 6-7 ივლისის ღამით აქციის რამდენიმე ათეული მონაწილე დარჩა ადგილზე. ერთ-ერთმა დავიდ სანასარიანმა შიმშილობა გამოაცხადა. მისი სიტყვებით, მეორე მონაწილემ პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ თავისუფლების მოედანზე დარჩენას ხუთშაბათამდე აპირებენ: „ხუთშაბათს საღამოს მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას გამოსვლების გაგრძელების ღონისძიებებზე“, - განუცხადა ერევნის ცენტრში შეკრებილებს აქტივისტმა ნარეკ აივაზიანმა. ორშაბათს პოლიციამ ბაგრამიანის პროსპექტზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 46 პირი გარკვეული ხნით დააკავა. დაკავების ოქმები არ შეუდგენიათ. 6 ივლისს მარშალ ბაგრამიანის პროსპექტზე პოლიციამ დაშალა ბარიკადები და აღადგინა მოძრაობა.