მერკელმა ბალკანელებს ევროპული მომავლის თაობაზე დაპირება მისცა

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ბალკანეთის ქვეყნები დაარწმუნა, რომ არ მოხდება ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მათი სწრაფვის ხელოვნურად გადადება. ეს მან განაცხადა ტირანაში, ალბანეთის პრემიერთან, ედი რამასთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს. მერკელმა 8 ივლისს დაიწყო თავისი ორდღიან მოგზაურობა ალბანეთში, სერბიაში და ბოსნია-ჰერცეგოვინაში.