ავღანეთში სამი ადამიანი დაიღუპა აფეთქების შედეგად

ავღანეთში, სულ ცოტა, სამი სამოქალაქო პირი დაიღუპა და 10 დაიჭრა გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად. ჩრდილოეთში მდებარე კუნდუზის პროვინციის პოლიციის პრესმდივნის ცნობით, აფეთქება მოეწყო პოლიციის ობიექტთან პროვინციის დედაქალაქში. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია.