ჯონ ბეინერი: ირანთან შეთანხმება გამალებული შეიარაღებისთვის საწვავის მიწოდებაა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ჯონ ბეინერმა განაცხადა, რომ ირანთან მიღწეული შეთანხმება წარმოადგენს გამალებული შეიარაღებისთვის საწვავის მიწოდებას. მისი თქმით, ამერიკელი კანონმდებლები შეთანხმების თითოეულ დეტალს შეისწავლიან. აშშ-ის კონგრესს ორი თვე აქვს, რათა განიხილოს ვენაში მიღწეული, ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის და სანაცვლოდ ირანისთვის დაწესებული სხვადასხვაგვარი სანქციების გაუქმების თაობაზე შეთანხმება გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს და გერმანიას, და ირანს შორის.