გერმანიის პარლამენტმა დაამტკიცა საბერძნეთისათვის დახმარების მორიგი პაკეტის გამოყოფა

გერმანიის პარლამენტმა დიდი უმრავლესობით დაამტკიცა მთავრობის მანდატი, განაახლოს მოლაპარაკებები საბერძნეთთან დახმარების მესამე პაკეტის გამოყოფის შესახებ. საქმე ეხება ევროზონის ლიდერების მიერ მიღწეულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საბერძნეთს, მომჭირნეობის რეფორმების სანაცვლოდ, გამოუყოფენ დახმარების სამწლიან პაკეტს, 86 მილიარდ ევროს. ევროკავშირის ქვეყნებიდან, გერმანია საბერძნეთის უდიდესი კრედიტორია.